წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ნიკო ლორთქიფანიძის საიუბილეო კვირეულში მონაწილეობდნენ
04-11-2022
მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძიებაში დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, მოსწავლეები - მარიამ ბუკია, ლუკა ჭიღლაძე, გიორგი ჭიღლაძე, გიორგი მუშკუდიანი, ილია ჩიხრაძე, ილია შვანგირაძე, გიგი კიკალიშვილი და როლანდ თევდორაძე ნიკო ლორთქიფანიძის საიუბილეო კვირეულში მონაწილეობდნენ.
ღონისძიება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა.
„მოსწავლეებმა დაამუშავეს საკონფერენციო თემები, წაიკითხეს საკუთარი ლექსი და საოცრად და შთამბეჭდავად განასახიერეს „ნიკოს გმირები”. ხელმძღვანელი ოქროპირ სვანიძე; ქართული ენის პედაგოგის დარეჯან იობიძის მოსწავლეებმა დაიმსახურეს სიგელები“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს