მათხოჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, მათივე დაწერილი სცენარი გაითამაშეს
04-11-2022

ვარლამ ძიძიგურის სახელობის ხონის მუნიცპალიტეტის სოფელ მათხოჯის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. 

ამჯერად, მეცხრე კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, კომპლექსური დავალების ფარგლებში, სცენარი შექმნეს და გაკვეთილზე გაითამაშეს. შემდეგ კი სცენარში წარმოდგენილი პრობლემის შესახებ - შვილებისა და მშობლების ურთიერთობები, ბავშვთა უფლებები - დისკუსია გამართეს. 

მოსწავლეებმა დისკუსიის დროს, სცენარში წარმოჩენილი პრობლემის გამომწვევი მიზეზებისა და მათი გადაჭრის გზებზეც ისაუბრეს.

მათი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ანა მელაძეა.

„მოსწავლეებმა თავიანთი ხედვები არგუმენტირებულად წარმოაჩინეს. გაკვეთილის ბოლოს კი, მხარეები შეჯერდნენ ერთ კონკრეტულ საკითხზე, რომ თანამედროვე საზოგადოებაში ბავშვთა უფლებების კონვენციის უგულებეყოფის მთავარი მიზეზი გახლავთ უფროსების მიდგომები, რომლებიც გამოწვეულია ბავშვთა უფლებების დაბალი ცნობიერებით და გავრცელებული სტერეოტიპებით“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203