დაბა ლაითურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სპორტული წარმატება
04-11-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა და ღონისძიებაში დიდი მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, მათ სპორტულ წარმატებას მიაღწიეს. მოსწავლეთა გუნდმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალში გაიმარჯვა. 

ისინი შეჯიბრში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები წარმოაჩინეს, ღირსეულად იასპარეზეს და შესაბამისი შედეგი დააფიქსირეს. 

სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203