თბილისის N136 საჯარო სკოლის II კლასში იაკობ გოგებაშვილს ღონისძიება მიეძღვნა
04-11-2022
თბილისის N136 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული საზეიმო გაკვეთილი ჩატარდა, რომელიც იაკობ გოგებაშვილს მიეძღვნა.

II კლასში, საბავშვო მწერლის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის 182-ე წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება თემაზე - „სკოლა არის უებარი წამალი სიღარიბისა“ გაიმართა.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ქეთევან ყურაშვილმა, მოსწავლეებს შეახსენა იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია, აჩვენა სლაიდშოუ და გააცნო, იაკობის ცხოვრებიდან, საინტერესო მომენტები; აგრეთვე, აჩვენა ანიმაციური ვიდეოფილმები, რომლებიც იაკობის ნაწარმოებებზე შეიქმნა.

მოსწავლეებმა გაიხსენეს შესწავლილი ნაწარმოებები, იმსჯელეს მათში გადმოცემულ შინაარსსა და პერსონაჟებზე.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთათვის აღნიშნული ღონისძიება მეტად საინტერესო იყო და თითოეული მათგანი დიდი ინტერესით მონაწილეობდა.

იხილეთ ვიდეომასალა:

 
 
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203