ბუნების პატარა მკვლევარები გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლიდან
04-11-2022
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთათვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლის პედაგოგები ბავშვებს, მოტივაციის გაზრდის მიზნით, ყოველთვის დაუვიწყარ აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მეხუთეკლასელებს ბუნებაში საველე გაკვეთილი ჩაუტარდათ. მოსწავლეებისთვის აღნიშნული გაკვეთილი მეტი თვალსაჩინოებებით იყო სავსე. ბავშვები რეალურ გარემოში გაეცნენ ბუნებას.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის ჩატარებული გაკვეთილი გარდა სახალისოსი, ასევე ძალზედ შემეცნებითი იყო.

„წარმატებები ბუნების პატარა მკვლევარებს“, - აღნიშნეს სკოლაში.

​იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203