„მედიაწიგნიერება - პასუხი ციფრული საუკუნის გამოწვევებზე“- მაღლაკის N2 სკოლის მე-11 კლასში კლასის საათი ჩატარდა
04-11-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N2 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს სხვადასხვა აქტივობებს უძღვნიან. მათ შორის, სკოლაში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა.

მე-11 კლასში მედიაწიგნიერების კვირეულს კლასის საათი - „მედიაწიგნიერება - პასუხი ციფრული საუკუნის გამოწვევებზე“ მიეძღვნა.

მოსწავლეებს მასწავლებელმა ვიდეორგოლები, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე უჩვენა და ორივე ენაზე დისკუსია გაიმართა.

ბავშვებმა თავიანთი მოპოვებული ინფორმაცია მასწავლებლის მიერ მოწოდებულ მასალას დაუკავშირეს.

კლასის საათი ძალზედ საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული.

აღსანიშნავია, რომ მეთერთმეტეკლასელების დამრიგებელი და უცხო ენის პედაგოგი თინათინ გეორგაძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203