„რიცხვები მართავენ სამყაროს“- თბილისის N136 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
04-11-2022
თბილისის N136 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
ამჯერად, მათემატიკის მასწავლებელმა, მარინე ყანდაშვილმა XIბ კლასში პროექტი - „რიცხვები მართავენ სამყაროს“ განახორციელა.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია გამორჩეული, საინტერესო და შესანიშნავი რიცხვების შესახებ. შემდეგ კი, რიცხვთა უსასრულო სიმრავლეში მოძიებული მასალები გააფორმეს რეფერატების სახით და კედლის გაზეთზე - „მათემატიკური კალეიდოსკოპი“ გადაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები პროექტში დიდი ხალისით იყვნენ ჩართულები.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს