ლესის საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე „​ჰელოუინი“ აღნიშნეს
04-11-2022
გიორგი ლომაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები ხშირად იმართება.

ამჯერად, სკოლაში „ჰელოუინის“ დღესასწაული აღნიშნეს.

აღნიშნულ თემაზე მე-7 კლასში, ინგლისურ ენაში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა, სადაც მოსწავლეები სოციოკულტურულ სფეროებს დეტალურად გაეცნენ.

„მსოფლიო ჰელოუინის დღესასწაულს აღნიშნავს, რითაც აღიარებს იმ ტოლერანტულ დამოკიდებულებებს, რაც კულტურათა შორის დიალოგს წარმოშობს. შესაბამისად, Vll კლასში ინგლისურ ენაში (პედაგოგი ე.რუბაშვილი) ჩატარდა საინტერესო გაკვეთილი. 

„კულტურათა დიალოგი” აცნობს მოსწავლეს ისეთ სოციოკულტურულ სფეროებს, როგორებიცაა: დღესასწაულები და ტრადიციები (მაგალითად, ოჯახური თუ რელიგიური დღესასწაულები, შობა-ახალი წელი, აღდგომა, დაბადების დღე…); ტრადიციული კერძები, სუფრის ტრადიციები; ცხოვრების წესი, მათი პარალელები მშობლიურ ენაში და სხვა“, - აღნიშნეს სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203