გეგელიძეებისა და ჯალაბაშვილების საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის „საკლასო კონფერენცია - 2022“ ჩატარდა
04-11-2022
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეების საჯარო სკოლაში საკლასო კონფერენცია ჩატარდა. 

მასში გეგელიძეებისა და ჯალაბაშვილების საჯარო სკოლების VII, VIII, X და XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ისინი კონფერენციის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

საკლასო კონფერენციის მიზანი იყო, რომ მოსწავლეებს შემდეგი გამოცდილებები მიეღოთ:

  • უდიტორიის წინაშე გამოსვლის გამოცდილება;
  • პრეზენტაციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • მოსწავლეებმა გაიუმჯობესონ კომუნიკაციის უნარი.
„საკლასო კონფერენცია - 2022“ სასკოლო კლუბ Student's Vision-ის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. მას ინგლისური ენის მასწავლებელი ოქრო დავითაძე უძღვებოდა. 

„ეს არის დიდი შესაძლებლობა და გამოცდილება ჩვენი მოსწავლეებისათვის. ისინი ხვდებიან იმ რეალობაში და ღებულობენ იმ პრაქტიკულ ცოდნას, რომელიც დახვდებათ მათ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში და მათ სამომავლო საქმიანობაში“,- აღნიშნავს პედაგოგი ოქრო დავითაძე

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203