დაბა შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეები, გარემოსდაცვითი პროექტის ფარგლებში, ბოტანიკურ ბაღს ეწვივნენ
04-11-2022
დაბა შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა გარემოსდაცვით პროექტებში აქტიურად მონაწილეობენ.

მათ შორის, 29 ოქტომბერს, სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები და მათი ხელმძღვანელები პროექტის - „აჭარის ხელუხლებელი ტყეები“ ფარგლებში ერთ დღიანგასვლით სემინარზე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში იმყოფებოდნენ.

დღის განმავლობაში გეგმით გათვალისწინებული მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა.

ბავშვებს არასამთავრობო ორგანიზაციის - „თემი და გარემო“ გამგეობის თავჯდომარემ, ქეთევან სამადაშვილმა პროექტის - „აჭარის ხელუხლებელი ტყეების შენარჩუნება და მართვა“ შესახებ მოკლე ინფორმაცია გააცნო.

ბავშვებმა ბოტანიკური ბაღი დაათვალიერეს და ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების განყოფილებაში შეჩერდნენ, სადაც ბუნებრივი კოლხური ტყისა და ხელუხლებელი ტყეების შესახებ მოკლე ლექციით მათ წინაშე ბოტანიკური ბაღის კურატორი წარდგა.

მოსწავლეებმა მასპინძლებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. შემდეგ მოსწავლეებისთვის 
ბოტანიკური ბაღის საპიკნიკე ადგილზე მოეწყო ლანჩი. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის გასვლითი სემინარი ძალზედ საინტერესო და ამავდროულად, შემეცნებითი იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203