ხაშურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სოციალური მუშაკები ბულინგის პრევენციის შესახებ ესაუბრნენ
04-11-2022
დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრები ხშირად იმართება.
ამჯერად, სკოლის Iა და IVბ კლასის მოსწავლეებს განათლების სისტემის სოციალური მუშაკები - ნანა გელაშვილი და ნინო კიკნაძე შეხვდნენ.
მოსწავლეებმა ვიდეორგოლი თემაზე - „ბულინგი- ხუმრობა თუ ძალადობა“ ნახეს; ასევე ისაუბრეს სასკოლო ბულინგის შესახებ, როგორ ამოვიცნოთ ის და რა უნდა გავაკეთოთ მის წინააღმდეგ საბრძოლველად.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებთან შეხვედრა ძალზე საინტერესო იყო და მოსწავლეებმა მათთვის საჭირო არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს