თბილისის N103 სკოლის გოგონათა გუნდი ფრენბურთის ტურნირის ჩემპიონი გახდა, ბიჭებმა კი მეორე საპრიზო ადგილი დაიკავეს
04-11-2022
თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ წარმატებას მიაღწიეს. 

ისნის რაიონის გამგეობის ინიციატივით, პირველობა ფრენბურთში გაიმართა. მას თბილისის N98 და N103 საჯარო სკოლებმა უმასპინძლეს. 

შეჯიბრის მიმდინარეობაში თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათ ღირსეულად იასპარეზეს და წარმატებას მიაღწიეს. 

გოგონათა გუნდმა გაიმარჯვა და ტურნირის ჩემპიონი გახდა, ხოლო ბიჭებმა მეორე ადგილი დაიკავეს. პრიზიორებს თასები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. 

სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203