
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს, ღონისძიებებსა და შეჯიბრებებს სთავაზობენ.
ამჯერად სკოლაში, დევიზით -„ვარჯიში და თამაში გვეხმარება სწავლაში“ სპორტული ოლიმპიადა ჩატარდა.
ოლიმპიადა საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შორის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, დირექციის ხელშეწყობითა და სპორტის მასწავლებელთა (გია უგლავა, ბუჭა იოსელიანი) ორგანიზებით გაიმართა.
ოლიმპიადა მიმდინარეობდა 3 დღის განმავლობაში, რომელიც მე-12ბ კლასის გამარჯვებით დასრულდა.
„წარმატებები არ დაელოდეთ ჩვენს მოსწავლეებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: