დიდი ჩაილურის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 182-ე წლისთავი საინტერესოდ აღნიშნეს
04-11-2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებსაც შესაბამისი ღონისძიებებით აღნიშნავენ.
ამჯერად, ღონისძიება იაკობ გოგებაშვილის იუბილეს მიეძღვნა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ - წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და სხვადასხვა ნომერი შეასრულეს.
ღონისძიებამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
„დიდი სიყვარულით აღვნიშნეთ დიდი პედაგოგის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე, დავაყენეთ წირვა მის სახელზე მამა თეიმურაზთან ერთად, მოვაწყეთ გამოფენა, ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები და ა.შ.“.- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს