თბილისის N174 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ინგლისურენოვან პროექტზე იმუშავეს
თბილისის N174 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, მე-8
დ კლასში პროექტი - Elizabeth II ჩატარდა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და ცოდნა გაიღრმავეს.
„პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში მოხდეს ლექსიკური მარაგის გამდიდრება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, რათა მათ შეძლონ ინგლისურ ენაზე საუბარი.
მოსწავლეებში ეფექტური კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარების ჩამოყალიბება, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით სხვადასხვა რესურსების შექმნა აღნიშნული თემის პოპულარიზაციისათვის“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: