თბილისის N191 სკოლის პირველკლასელები კულტურის ისტორიის მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობდნენ
04-11-2022

თბილისის N191 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ტური მოეწყო. 

I კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ქეთევან ყოლბაიას ხელმძღვანელობით, საქართველოს ხელოვნების სასახლეს -კულტურის ისტორიის მუზეუმს ეწვივნენ.

მოსწავლეები კულტურის ისტორიის მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში - „კანფეტების ისტორია“ მონაწილეობდნენ. 

რომლის ფარგლებში პირველი ქართული ტკბილეულის შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლი ნახეს. 

პროგრამის პრაქტიკული ნაწილი მოიცავდა ბავშვების მიერ კანფეტების შეფუთვას. მოსწავლეებმა, რა თქმა უნდა, მუზეუმი დაათვალიერეს და სკოლაში ახალი შთაბეჭდილებებით, ინფორმაციითა და ცოდნით დატვირთულნი დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203