თელეთის საჯარო სკოლაში ევროპის კულტურულ მრავალფეროვნებასა და მრავალენოვნებას საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა 
03-11-2022

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესებზე მორგებული მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. დირექცია და პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ. სკოლაში არ ავიწყდებათ არ მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა. 

მათ შორის, 11 ოქტომბერს, სკოლის უცხოური ენების კათედრაზე ჩატარდა ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

აღნიშნულ ღონისძიებაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ საშუალო და საბაზო კლასის მოსწავლეები.

როგოც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების ძირითადი მიზანი გახლდათ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, სამეტყველო უნარების დახვეწა და ენობრივ-კულტურული გამოცდილების გამდიდრება. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი პრეზენტაციები ევროპულ ენებთან დაკავშირებით, ინგლისურ ენაზე შეასრულეს შექსპირის სონეტები, ენის გასატეხები წარმოთქვეს და კედლის გაზეთი შექმნეს.

ბოლოს კი მოსწავლეებმა ყოველწლიური ტრადიციის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს და პირობა დადეს სამომავლოდ უფრო ფართომასშტაბიანი ღონისძიებით აღნიშნონ კვირეული.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203