ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
03-11-2022
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის 1-ელიბ კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს.
მასწავლებელმა ნარინე გრიგორიანმა მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია და საინტერესო აქტივობები შესთავაზა. ის პატარებს მიესალმა, მათთან ერთად შეაჯამა წინასაანბანო პერიოდი და ეს ღირსშესანიშნავი დღე მიულოცა.
კლასში ჩატარებული ზეიმი ასობგერა „ა“-სა და ანბანის სამყაროს ეძღვნებოდა. პირველკლასელები მის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ- ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს
„ანბანის სამყაროს საზეიმოდ გახსნამ ხალისიანი განწყობა შეუქმნა როგორც მოსწავლეებს, ასევე დამსწრე საზოგადოებას - მასწავლებლებს და მშობლებს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს