ყაურმის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, რადიოსადგურს ესტუმრნენ
03-11-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი ყაურმის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. 

მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო ექსკურსია მოეწყო. ისინი ნინოწმინდის ადგილობრივ სათემო რადიო „ნორში“ იმყოფებოდნენ. 

მოსწავლეები ჟურნალისტების საქმიანობას გაეცნენ და გარემო დაათვალიერეს. აქტივობამ საინტერესოდ ჩაიარა. მას მასწავლებელი ლია ტონოია ხელმძღვანელობდა.

„კეთილი სურვილები და ლამაზი სიტყვები უსურვეს თანამშრომლებს. ექსკურსია იყო მიზანმიმართული და ნაყოფიერი“,- ვკითულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203