ერკეთის საჯარო სკოლაში, გლობალური ესტაფეტა-მარათონის ფარგლებში, მრავალფეროვანი გარემოსდაცვითი აქტივობები გაიმართა
03-11-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლა მსოფლიო ეკომარათონს აქტიურად შეუერთდა. 

ესტაფეტა-მარათონი „დრო იწურება“ 38-დღე გაგრძელდა.

მის ფარგლებში სკოლების გლობალური სამოქმედო დღე გაიმართა, რომელიც დახუნძლული იყო საინტერესო აქტივობებით.

გლობალური სამოქმედო დღის ფარგლებში, ერკეთის საჯარო სკოლაში შეიქმნა ესტაფეტის ჯოხი, გაიმართა 1200 მ-იანი მარათონი, დაირგა ადგილობრივი ჯიშის ნერგები და ასევე გარემოს დასუთავების მიზნით სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა. მარათონის დასასრულს ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებით მონაწილეებმა ვეგეტარიანული კერძები მოამზადეს.   

სოფელ ერკეთის სკოლის მოსწავლეებმა კლიმატის ცვლილების კონფერენცია „cop 27-ზე“ საკუთარი გზავნილიც გააგზავნეს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203