ღების საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ სამსონიძე გლობალური მეგობრობის კლუბის წევრი გახდა
03-11-2022
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი თამარ სამსონიძე Global Friends Club - GFC - გლობალური მეგობრობის კლუბის წევრია.

პედაგოგი საკუთარ მოსწავლეებს აღნიშნული გლობალური კლუბის ფარგლებში მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებს შესთავაზებს.

Global Friends Club- გლობალური მეგობრების კლუბი წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას და მსოფლიოს გარშემო მასწავლებელთა გაერთიანებას.

კლუბის პრიორიტეტული თემებია: განათლება, ჰუმანურობა, სიყვარული, მშვიდობა და მსოფლიოში მდგრადი განვითარების მიზნები.

აღნიშნული კლუბი სამუშაო შეხვედრებს, ვებინარებს, „ვორქშოფებს“, „თოქ-შოუებსა“ და სხვადასხვა თემებზე ონლაინ დისკუსიებს აორგანიზებს.

„ეს იქნება ახალი და საინტერესო გამოცდილება ღების მოსწავლეებისათვის გაიცნონ მოსწავლეები და მასწავლებლები მსოფლიოს გარშემო, გაიუმჯობესონ კოლაბორაციისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები ინგლისურ ენაზე“ - აღნიშნა პედაგოგმა, თამარ სამსონიძემ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203