იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემო დაასუფთავეს
03-11-2022
გარემოს დაბინძურების პრობლემების შესახებ სკოლის მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი აქტივობა ჩატარდა.
სკოლის მოსწავლეებმა შერჩეული ტერიტორია დაასუფთავეს.
აქტივობა მოსწავლეებმა თემის - „ცოცხალი ოკეანეები: მოქცევა“ შესწავლის შემდეგ განახორციელეს.
აქტივობის მიზანი იყო ბავშვებს გაეანალიზებინათ, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ადამიანთა ქმედებებმა ოკეანის დაბინძურებაზე.