ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს ღონისძიება მიუძღვნეს
03-11-2022
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის სხვადასხვა აქტივობებს უძღვნიან. მათ შორის სკოლაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე ღონისძიების ფარგლებში მიულოცეს და მათ სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის სიმღერები მიუძღვნეს.
მოსწავლეებმა საზეიმო ღონისძიებით პედაგოგებს გაწეული შრომისა და ამაგისათვის მადლობა გადაუხადეს.
შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს