წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები პოეზიის საღამოში მონაწილეობდნენ
03-11-2022

წყალტუბოში სიყვარულის ხიდთან ქართული პოეზიის საღამო გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-9 და მე-6 კლასის მოსწავლეები - ლევან ბენიძე და ბარბარე ლომიძე.

პოეზიის საღამოზე ქალაქის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და პოეზიის მოყვარულებმა ქართველი პოეტების ლექსები წაიკითხეს და გაიხსენეს გალაკტიონის, ტიციანის, შოთა ნიშნიანიძისა და სხვა ქართველი პოეტების შედევრები.

მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლებმა და საკრებულოს წევრებმა ღონისძიებაში მონაწილე წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს საჩუქარად ქართველი პოეტების წიგნები გადასცეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203