„კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში ყველა ბედნიერია“ - სერგო მაღლაფერიძე, რიონის საჯარო სკოლის დირექტორი
03-11-2022
რას ნიშნავს მისთვის პედაგოგის პროფესია? კოლეგის რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად და რას მიიჩნევს საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულად? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს სერგეი მესხის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლის დირექტორთან, სერგო მაღლაფერიძესთან ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- „ადამიანი უნდა იყოს ცნობისმოყვარე“

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- ჩემთვის პედაგოგის პროფესია ბავშვების სიყვარულია.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- მათ ენაზე საუბარი.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- „გიყვარდეს ბავშვები და შენი პროფესია“.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- ღირსეულად ემსახურო პროფესიას.

- მოტივაციას მაძლევს...

- მოსწავლეთა სიყვარული.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- ყველა ბედნიერია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203