„მოტივაციას მოსწავლეთა ანთებული თვალები მაძლევს“- ხათუნა ლანჩავა, რიონის საჯარო სკოლის პედაგოგი
03-11-2022
სერგეი მესხის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლის პედაგოგ ხათუნა ლანჩავასთვის მასწავლებლობა მუდმივ სიახლეებს უკავშირდება. მისთვის ყველაზე დიდი მოტივაცია ბავშვების ანთებული თვალებია.
რას ნიშნავს მისთვის პედაგოგის პროფესია? კოლეგის რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად? და რას მიიჩნევს საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულად? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს რიონის საჯარო სკოლის პედაგოგთან ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.
- თქვენი საყვარელი ფრაზა...
- „მზიან დღეს გისურვებთ!“
- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?
- ჩემთვის პედაგოგის პროფესია ნიშნავს მუდმივ სიახლეს ბავშვებთან ურთიერთობისას, ყოველი შეხვედრისას ახალ, საინტერესო აზრს.
- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...
- გულწრფელი დამოკიდებულება, რომელიც მუდმივად გულწრფელობით გიბრუნდება. ეს არის ერთად სიხარული და ერთად მწუხარება.
- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...
- „გიყვარდეს ბავშვები!“
- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...
- მიაგნო ცოდნის გადაცემის უნივერსალურ და სახალისო ხერხს, რომელიც ყველასთვის საინტერესო და შედეგიანი იქნება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს