წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის მოსწავლე ამერიკის საელჩომ დააჯილდოვა
03-11-2022

საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ ჩატარებული წიგნის კითხვის საზაფხულო ღონისძიების მონაწილეები დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებაში მონაწილეობდა წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე მიხეილ ლიპარტელიანი.

მიხეილ ლიპარტელიანმა წიგნის კითხვის საზაფხულო ღონისძიებაში 1897 გვერდი წაიკითხა. წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის მოსწავლეს ჯილდოდ ამერიკის ელჩის კელი დეგნანის მიერ ხელმოწერილი ოქროს სერთიფიკატი გადაეცა.  

მიხეილ ლიპარტელიანის კლასის ხელმძღვანელია მარინე გოგიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203