ახალსოფლის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
03-11-2022
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. ამჯერად, სკოლაში „შემოდგომის ზეიმი“ გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, სხვადასხვა ნომერი შეასრულეს და შემოდგომის ნობათი გამოფინეს.
ღონისძიებამ ძალიან კარგად და ნაყოფიერად ჩაიარა, მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს, შესაძლებლობები წარმიაჩინეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს