„მოვუაროთ განძს“- კურსების საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა შესწავლილი თემა მრავალფეროვანი აქტივობებით შეაჯამეს
03-11-2022
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი და საინტერესო სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად მე-3 კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში შესწავლილი თემა - „მოვუაროთ განძს“ შეაჯამეს.
შემაჯამებელი აქტივობის ფარგლებში პოსტერები სათაურით - „ტყე შეუნახე შვილებსა“ დაამზადეს, რაც თავის მხრივ სასკოლო პროექტს თემაზე - „გარემოს დაცვა“ ეხმიანებოდა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგი ინგა კაკუშაძე გახლავთ.
„დედამიწა ჩვენი სახლია. ამდენად, ბუნებას გაფრთხილება უნდა, რადგან დღეს, ყველა შეგნებულ ადამიანს გააზრებული აქვს, ის, რომ სუფთა გარემო, ჩვენი და ჩვენი შთამომავლობის ჯანსაღი მომავალია!
წარმატებები ჩვენს მოსწავლეებს და პედაგოგებს!“, - აღნიშნეს სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს