ახალსოფლის N1 საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მრავალფეროვანი კვირეული მიეძღვნა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N1 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს სხვადასხვა აქტივობებს უძღვნიან.ამჯერად სკოლა მედიაწიგნიერების კვირეულში აქტიურად ჩაერთო, რომლის მიზანიც მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება გახლდათ.
სკოლაში სხვადასხვა აქტივობები დაიგეგმა და განხორციელდა.
სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, ლელა კურტანიძემ კლასებში ჩაატარა გაკვეთილი, სადაც ისაუბრა: დეზინფორმაციაზე, მედიაზე, დეზინფორმაციის უარყოფით ზეგავლენაზე და ყალბი ინფორმაციის იდენტიფიკაციის გზებზე.
მუსიკის მასწავლებელმა, ლელა დათუნაშვილმა VIIა კლასში განახორციელა პროექტი. მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები, შექმნეს ციფრული და არაციფრული პლაკატები. ასევე გადაიღეს ვიდეო-კლიპი.
კვირეული დასრულდა კონფერენციით შემდეგ თემებზე:
- რა არის ინფორმაცია;
- რა არის ყალბი ინფორმაცია;
- ყალბი ინფორმაციის ზეგავლენა მომხმარებლებზე;
- რა საფრთხეები არსებობს ონლაინ სივრცეში;
- როგორ დავიცვათ თავი ინტერნეტში ნავიგაციისას.
იხილეთ ფოტოები: