განმუხურის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა ქიმიური ელემენტების სიმბოლოები და სახელწოდებები თამაშით ისწავლეს
03-11-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. 

მე-8 კლასში ქიმიური ლოტოს გათამაშება ჩატარდა, სადაც მოსწავლეებმა, თამაშის მეთოდის გამოყენებით, ქიმიური ელემენტების სიმბოლოებისა და სახელწოდებების დამახსოვრება შეძლეს.

აქტივობამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

„ემოციური და ამაღელვებელი გათამაშების შედეგად გამოვავლინეთ გამარჯვებულები I , II და III ადგილებზე. მათ გადაეცათ სიმბოლური პრიზები“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203