ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის პედაგოგ უშანგი მურღულიას წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
03-11-2022
მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ განვითარებასა და შედეგზე ორენტირებულები არიან. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელს უშანგი მურღულიას მიენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, როგორც განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე პედაგოგს. 

სკოლის დირექცია ულოცავს უშანგი მურღულიას აღიარებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203