ხრიალეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, საზეიმო გაკვეთილი ჩაუტარდათ
03-11-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრიალეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.

პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში პედაგოგის, ეთერი მაღრაძის ხელმძღვანელობით შეაბიჯეს.

მოსწავლეებმა ქართული ასოების სწავლა ლამაზად და თემატურად მორთულ საკლასო ოთახში დაიწყეს, რამაც მათი საზეიმო განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

აღსანიშნავია, რომ ბავშვები სწავლას დიდი გულმოდგინებით და ენთუზიაზმით შეუდგნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203