„ერთად დავძლიოთ ძალადობა“- აკეთის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
03-11-2022
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან საკითხებზე აქტიურად მუშაობენ და პროექტებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელის, ლეილა გოგელიას ორგანიზებით პროექტი - „ერთად დავძლიოთ ძალადობა“ განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში კლუბის წევრებმა სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის ჩაატარეს გამოკითხვა, როგორც სკოლაში, ისე თემში; მომზადდა პრეზენტაციები სლაიდების გამოყენებით, ვიდეოები, კედლის გაზეთი, ბუკლეტები და სლოგანები.
თემის აქტუალობიდან გამომდინარე გაიმართა საინტერესო დისკუსია ძალადობის სხვადასხვა სახეობის ირგვლივ, სადაც საკუთრი აზრი გამოთქვეს მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა. გამოიკვეთა საერთო აზრი, რომ ძალადობა მიუღებელია, დანაშაულია და საზოგადოება გულგრილი არ უნდა იყოს მსგავსი მოვლენების მიმართ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს