ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი თამარ სამსონიძე გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში გაწევრიანდა
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი თამარ სამსონიძე T4 Education- საგანმანათლებლო სივრცეში გაწევრიანდა.
29 ოქტომბერს ახალი წევრებისადმი მისასალმებელი ვებინარი - Welcome Party ჩატარდა, სადაც დაჯილდოებული სკოლების წარმომადგენლები მიიწვიეს. ვებინარში მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
„T4 Education გლობალური საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს სკოლებსა და მასწავლებლებს, რათა ინიციატივებითა და რესურსებით გაუმჯობესდეს განათლების ხარისხი მთელ მსოფლიოში.
სჯერათ თემის და მასწავლებელთა გაერთიანების ეფექტურობის. სურვილი აქვთ, წარმოაჩინონ და გააზიარონ წარმატებული საკლასო და სასკოლო პრაქტიკები მსოფლიოს მასშტაბით, ისაუბრონ განათლების სისტემის გამოწვევებზე და შესთავაზონ გადაჭრის გზები. ორგანიზაცია, მხარს უჭერს სკოლებსა და მასწავლებლებს. ორგანიზაციის საქმიანობა ემსახურება და ეხმიანება გაეროს მდგრადი განვითარების მე-4 მიზანს - ხარისხიანი და თანაბარი განათლების ხელმისაწვდომობა ყველა ბავშვისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: