მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეები სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში იმყოფებოდნენ
03-11-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. ამჯერად, ისინი სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში იმყოფებოდნენ. 

მოსწავლეები მუზეუმს შემეცნებით პროგრამა - „დალი (ნად. ქალღმერთი), დალარ, მასთან დაკავშირებული თქმულებები და ლეგენდების”, ფარგლებში ეწვივნენ. 

პროგრამის მსვლელობისას მათ სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის განახლებულ საექსპოზიციო სივრცეში გამოფენილი უნიკალური ექსპონატები დაათვალიერეს, მოისმინეს შემეცნებითი ლექცია მუზეუმში დაცული თითოეული არტეფაქტის შესახებ, შემდეგ კი საინტერესო ცნობები შეიტყვეს ნადირობის ქალღმერთი დალისა და მასთან დაკავშირებული ლეგენდებისა თუ თქმულებების შესახებ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203