სიონის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა შემოდგომას ღონისძიება მიუძღვნეს
03-11-2022
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები ხშირად იმართება.

ამჯერად, სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა შემოდგომას ღონისძიება მიუძღვნეს. 

ბავშვებმა ღონისძიების ფარგლებში საკუთარი ნამუშევრები, ჩანახატები, ლექსები და სიმღერები წარადგინეს. ასევე გამოფინეს საშემოდგომო ნობათი.

მოსწავლეებმა ლამაზი ღონისძიება პედაგოგის, მაია ავსაჯანიშვილის ხელმძღვანელობით გამართეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების სასკოლო მოგონებას კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე შეემატა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203