ყვარლის N2 სკოლის მოსწავლეებთან პედაგოგმა, ანა ანდრიაშვილმა გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართა
03-11-2022
ყვარლის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და შემეცნებით აქტივობებს ახორციელებენ.

ხელოვნების მასწავლებელმა, ანა ანდრიაშვილმა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით VI, VI, VII და VII კლასების მოსწავლეებთან სამუშაო შეხვედრა მოაწყო.

პედაგოგმა მოსწავლეებს გარემოსდაცვითი თემების შესახებ საინტერესო და სასარგებლო რესურსი გაუზიარა. ასევე, ბავშვებს მხატვრული და დოკუმენტური ფილმები უჩვენა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ასევე, მე-6 კლასის მოსწავლის, ვანო მაზნიაშვილის მომზადებული ვიდეომასალა - „5 მიზეზი, რატომ არ უნდა დავაბინძუროთ გარემო“ აჩვენეს.

მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია და შემდეგი ნაბიჯები დაიგეგმა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203