„შემოდგომა ფერადი და გემრიელია“- რუისის N2 საჯარო სკოლის პირველ კლასში მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა
03-11-2022
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. ამჯერად,  I კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ლეილა ზურაბაშვილის ხელმძღვანელობით, შემოდგომის ზეიმი - „შემოდგომა ფერადი და გემრიელია“, გამართეს. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

ღონისძიებამ ძალიან კარგად და ნაყოფიერად ჩაიარა, მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს, შესაძლებლობები წარმიაჩინეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

„აქტივობა მშობლების უდიდესი თანადგომითა და აქტიური ჩართულობით გაიმართა. მათ, შვილებთან ერთად, შექმნეს გემრიელობები, რითაც მაყურებლების, მასწავლებლებისა და დირექციის მადლობა დაიმსახურეს. უფლის წყალობა,
მშვიდობა და ჯანმრთელობა იყოს ჩვენი ბავშვების მეგზური“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203