ჯავშანიანის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები საინტერესო პროექტში მონაწილეობდნენ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა და ღონისძიებაში დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, მე-11 კლასის მოსწავლეები სამოქალაქო თანასწორობისპლატფორმის პროექტში - „ჩემი თვალით დანახული სოფლად მცხოვრები ქალები“, მონაწილეობდნენ. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.
გაიმართა დასკვნითი ღონისძიებაც, სადაც მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლებით დაინტერესება ერთ-ერთი პრიორიტეტია.
იხილეთ ფოტოები: