ყვარლის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთათვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, მე-2ა კლასში ხელოვნების მასწავლებლის, ანა ანდრიაშვილის ხელმძღვანელობით სასწავლო პროექტი - „ფუტკარი“ განხორციელდა.
პროექტის მიზანი: მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ბიომრავალფეროვნების დაცვის, სოფლის მეურნეობის, ჯანსაღი ცხოვრებისა და პროფორიენტაციის შესახებ გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები პროექტში დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: