თბილისის N120 საჯარო სკოლის მეექვსეკლასელთა შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია
03-11-2022
თბილისის N120 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ხშირად სთავაზობენ შემეცნებით გასვლით აქტივობებს.
ამჯერად, VI2 კლასის მოსწავლეებისთვის, რომელთა კლასის ხელმძღვანელი ირმა ლომიშვილია 23 ოქტომბერს შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი მოინახულეს. მათზე წარუშლელი კვალი დატოვა ილიას ზოგიერთმა ცხოვრებისეულმა ეპიზოდმა და სახლ-მუზეუმის ექსპონატებმა.
ასევე, მოიარეს შიო მღვიმელის სამონასტრო კომპლექსი, სადაც ერთ-ერთმა მოსწავლემ, ელისაბედ ამირანაშვილმა, დანარჩენებს გააცნო მის მიერ მომზადებული პრეზენტაცია წმინდანის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.
ბავშვები შემდგომ მცხეთას ესტუმრნენ, მოილოცეს სამთავროს დედათა მონასტერი და სვეტიცხოველი.
„ნიკოლოზ ტყეშელაშვილმა მოამზადა პრეზენტაცია და მოსწავლეებს გააცნო აღნიშნული საექსკურსიო მარშრუტის შესახებ. ანდრია ხორავამ და ალექსანდრე ბალხამიშვილმა შექმნეს ნახატები შიო მღვიმელის მონასტერზე.
დიდი მადლობა მშობლებს გამოჩენილი მზრუნველობისათვის და მოსწავლეებს დაინტერესებისთვის“, - აღნიშნეს სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს