ახალსოფლის საჯარო სკოლაში მე-7 კლასის მოსწავლის - ნინი ჩიბურდანიძის პერსონალური გამოფენა გაიმართა
03-11-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებასა და წარმოჩენა-წახალისებას დიდი ყურადღება ექცევა.
ამჯერად, სკოლაში მე-7 კლასის მოსწავლის ნინი ჩიბურდანიძის პერსონალური გამოფენა გაიმართა. მისი ნახატები პედაგოგებმა და მოსწავლეებმა დაათვალიერეს.
ნინი არის თვითნასწავლი, ნიჭიერი, ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლე. მას აქვს საკუთარი სტილი და განსხვავებული ხედვა, რაც მომავალი წარმატებისთვის მნიშვნელოვანია. მისი ნახატები ნამდვილად შთამბეჭდავი სანახავია.
ნინი ჩიბურდანიძის ნამუშევრებმა დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.