გულგულის საჯარო სკოლაში მურმან ლებანიძის ასი წლის იუბილეს ღონისძიება მიეძღვნა
03-11-2022

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესებზე მორგებული მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო, ლიტერატურულ თუ გასართობ ღონისძიებებს სთავაზობენ და მოსწავლეთა ნიჭის, ცოდნისა და უნარების წარმოჩენა-წახალისებას ცდილობენ. 

ამჯერად სკოლაში, მურმან ლებანიძის ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მეოთხე, მეშვიდე, მერვე და მეათე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა მურმან ლებანიძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს, მხატვრულად წაიკითხეს დიდი პოეტის ლექსები. 

ღონისძიებას ეკატერინე თუშიშვილი ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203