მახათაურის საჯარო სკოლის მე-5 კლასში ბუნებისმეტყველებისა და ისტ-ის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
03-11-2022

ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან გაკვეთილებს, აქტივობებსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებს სთავაზობენ და მათი ცოდნის განმტკიცება-გაღრმავებას და ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ცდილობენ. 

2 ნოემბერს, ირაკლი ბაზაძის სახელობის მახათაურის საჯარო სკოლის მე-5 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებისმეტყველებასა და ისტ-ში. 

სასწავლო პროცესს პედაგოგები - ნანა სამხარაძე და ნინო მოდებაძე ხელმძღვანელობდნენ. 

პედაგოგებმა მოსწავლეები საინტერესო და სახალისო აქტივობებში ჩართეს და მეხუთეკლასელებს სხვადასხვა სასწავლო რესურსი შესთავაზეს. მოსწავლეებმა გაკვეთილზე იაქტიურეს და ცოდნა წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203