წერილი ჯარისკაცს - პატარა სამსარის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა
03-11-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარის სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ.
პედაგოგები მათ სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა, ჩვენი საქართველოს გაკვეთილზე, წერილები ჯარისკაცს მისწერეს.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და თავიანთი ფიქრები ფურცლებზე გადაიტანეს.