ითხვისის N2 საჯარო სკოლაში შემოდგომას შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა 
03-11-2022

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლაში „შემოდგომის ზეიმი“ გაიმართა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს იმერული შემოდგომა, გამოფინეს სოფლის ნობათი, წაიკითხეს ლექსები - „ხოლთა ქება“, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს.

მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებამ ბავშვებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. 

„მოსწავლეებს თბილი სიტყვებით მიმართეს მასწავლებლებმა და მშობლებმა. ყველა კმაყოფილი დარჩა თბილი, ტკბილი და ლამაზი შემოდგომის დღით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203