ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ
02-11-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებითი გასვლითი აქტივობები ხშირად იმართება.

ამჯერად, მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეებისთვის პედაგოგების (მასწავლებლები: ც. ჭელიძე, დ. რობაქიძე, ფ. ჯიშიაშვილი) ხელმძღვანელობით სასწავლო ექსკურსია გაიმართა, რომელიც თემას - „გალაკტიონის ბავშვობის დღე“ მიეძღვნა.

„ბავშვები სოფელ ჭყვიშში უდიდესი ქართველი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმისაკენ გაეშურნენ. საინტერესო აღმოჩნდა პოეტის პირადი ნივთები, მისი ოჯახის ყოველდღიური ყოფის ამსახველი ექსპონატები. მრავალ საინტერესო შეკითხვაზე მიიღეს ამომწურავი პასუხი. მოსწავლეებმა სახელდახელოდ გალკტიონის ლექსებიც წაიკითხეს.

იქვე, ტიციანის სახლ-მუზეუმსაც ეწვივნენ. ვანის ნაქალაქევიც მოინახულეს, დიდი ჯიხაიშისკენაც გასწიეს და ნიკოლაძეთა ღვაწლსაც გაეცვნენ.

მზიანი და თბილი დღე სავარდო ქუთაისისაკენ ეპატიჟებოდათ და მათაც არ დააყოვნეს - გაერთნენ, იმხიარულეს. შინ კმაყოფილნი დაბრუნდნენ. მათ ბავშვობას კიდევ ერთი ლამაზი დღე მიემატა“, - აღნიშნეს სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203