მანავის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში დაჯილდოვდნენ
03-11-2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგების ხელმძღვანელობით სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, VIII - VII კლასების მოსწავლეები ისტორიის პედაგოგის, მარინა საბაშვილის ხელმძღვანელობით მნიშვნელოვან პროექტში - „დებატები, როგორც სოციალური მოდელი - გაუმჯობესებული წვდომა ყველა სკოლის მოსწავლისა და ახალგაზრდისთვის“ აქტიურად იყვნენ ჩართულები.

კლუბის წევრებმა წარმატებით გადალახეს დებატების ყველა საფეხური და 25 ოქტომბერს გამართულ პროექტის ფინალურ ღონისძიებაზე საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. მოსწავლეებს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა სერტიფიკატები გადასცა.

​კლუბის ხელმძღვანელი მარინა საბაშვილი კი ახალ სამწლიან პროექტში მიიწვიეს, რომელშიც მანავის საჯარო სკოლის VIII, IX და X კლასების მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვებიან.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203