მანავის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერება საინტერესო აქტივობებით აიმაღლეს
03-11-2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს სხვადასხვა აქტივობებს ხშირად უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა, რომლის ფარგლებში მეორეკლასელებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აქტივობები გაიმართა.

„24-28 ოქტომბერს საქართველოში გაეროს ეგიდით, უკვე მეორედ, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული ტარდება. 25 ოქტომბერს მედიაწიგნიერების დღე აღინიშნება. ჩვენი სკოლის მეორეკლასელებს (დამრიგებელი: მ. როსტომაშვილი) პირველი შეხვედრა ჰქონდათ ამ თემაზე, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია.

მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა მედიასაშუალებებს, მის ფორმებს, გაიგეს, თუ ვინ არის მედიაწიგნიერი, როგორ უნდა გადაამოწმონ ინფორმაცია, რომ უნებლიედ არ გახდნენ ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის გამავრცელებელი, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მოსწავლეებმა გაიაზრეს საკუთრი როლი ამ პროცესში. ისინი მიხვდნენ, რომ უნდა იყვნენ კრიტიკულად მოაზროვნე და ხშირად დასვან კითხვები: რა? სად? როდის? როგორ? რატომ? რისთვის? მათ ნახეს ანიმაციური ფილმი, დასვეს კითხვები და იმსჯელეს მისი სიუჟეტის ირგვლივ, შეასრულეს სახალისო აქტივობა, შეადარეს მსგავსი ფოტოები და აღმოაჩინეს განსხვავებები, თამაშის საშუალებით განამტკიცეს მიღებული ცოდნა.

საინტერესო აქტივობები დაიგეგმა სამომავლოდ, მათ შორის კომუნიკაციების კომისიასთან თანამშრომლობით“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203